დღეს "კურიერთან" რამდენიმე დღის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ანა გაბეჩავას უფლებადამცველმა. ანა გაბეჩავა ის პირია, რომლის დაბადების დღეზეც მცხეთის აგარაკზე 2 მხარეს შორის ინციდენტი მოხდა.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაიცავს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებებს და გუშინ მცხეთის პოლიციას ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს,ანა გაბეჩავას ოჯახის წევრებმა და მისმა უფლებადამცველმა.
ადვოკატის ლიკა ბითაძე "კურიერთან" საუბარში განმარტავს, რომ ანა გაბეჩავაზე სოციალურ ქსელში დიდი ზეწოლა და წნეხი მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს ბავშვის მიმართ სერიოზული ზეწოლა სოციალურ ქსელში. გამომდინარე აქედან, ჩვენ გუშინ მივმართეთ მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს განცხადების სახით, რომ დაცული იქნეს მისი უზრუნველყოფის გარანტიები. ფსიქოემოციური მდგომარეობა არის უმძიმესი, აქვს უდიდესი სტრესი, ვინაიდან გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი იყო მისი მეგობარიც ამავე დროს და აქედან გამომდინარე, არის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში," – განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.