26 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა - რა გამონაკლისებს ითვალისწინებს ცვლილება

არჩევნებამდე 4 თვით ადრე პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა. ამას ითვალისწინებს ორი დღის წინ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომელიც უკვე ძალაშია.

რეგისტრაციისას მთავარი სიახლე არის ის, რომ ამიერიდან პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭიროა არა 25 ათასი - როგორც აქამდე იყო, არამედ მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერა. მოქმედებს გამონაკლისიც. შესაბამისი ცვლილების შესახებ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

"გამონაკლისები შეეხო სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თავისუფლდებიან მხარდამჭერთა სიების წარმოდგენისგან. მაგალითად პოლიტიკური პარტია, რომლის კანდიდატიც ან რომლის წევრიც მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებში და რომელმაც მიიღო არანაკლებ 15 ათასი ხმა,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.

დღის ამბები