09 სექტემბერი 2026,   02:13
ვრცლად
გიორგი რურუას პროცესზე დღეს ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებიც მის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვისას პოლიციის სამი თანამშრომელი დაიკითხება. მოწმეებიდან ერთ-ერთი დავით დვალიშვილია, რომელიც რურუას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ დვალიშვილის მითითებით გააჩერეს გიორგი რურუა.

გიორგი რურუას უფლებადამცველის განცხადებით, დღევანდელი ჩვენებებით ბრალდებულის უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დადასტურდება.

"დაიკითხება პოლიციის 3 თანამშრომელი, აქედან ერთ-ერთი არის დავიდ დვალიშვილი, რომელიც მონაწილეობდა გიორგი რურუას შეჩერების და დაკავების ოპერაციაში. ის იყო პირი, რომელმაც დაურეკა პატრულის თანამშრომელს და სთხოვა გიორგი რურუას გაჩერება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პოლიციელს, ისინი იმყოფებოდნენ თბილისის პოლიციის შენობაში და მას შემდეგ, რაც მოხდა გიორგი რურუას დაკავება, სწორედ ამ პოლიციელებს გადააბარეს დამკავებელმა პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი რურუა.

შესაბამისად, ჩვენ გვექნება კითხვები გიორგი რურუას დაკავებასთან დაკავშირებით ამ პირებთან და კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რომ დადასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები