სვანეთში სოფელ იდლიანში, იმ ტყის სიახლოვეს, სადაც ხანძარია, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, მან შვილები სოფლიდან უკვე გაიყვანა, რადგან ცეცხლი ძლიერდება.
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა კვამლის გამოც რთულდება. კლდოვანი რელიეფი, სადაც ცეცხლია გავრცელებული, მიუვალია. ადგილზე ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩართული არიან ვერტმფრენები.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს.