ახალციხეში, სურსათისა და პარფიუმერიის მაღაზია დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მაღაზიის მიმდებარედ მაცხოვრებლებმა კვამლი შენიშნეს და 112-ში დარეკეს.
ხანძრით გამოწვეული ზარალი, წინასწარი ინფორმაციით, 100 ათას ლარამდეა.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.