ფოთში სასტიკად მოკლული ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ნათესავების განცხადებით მოკლულის დედა და და წლებია საზღვარგარეთ არიან დასაქმებულები, ამ საზარელი შემთხვევის შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ და გონიოს საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული. რის გამოც არ ეძლევათ საშუალება ოჯახის წევრის დაკრძალვას დაესწრონ.
ნათესავები ხელისუფლებისგან ითხოვენ გამოინახოს კანონიერი შესაძლებლობა და ოჯახის წევრებს დაკრძალვაზე დასწრების საშუალება მიეცეთ.