24 დეკემბერი 2024,   00:21
ვრცლად
"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში" - დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა

ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა, ის მამასთან ერთად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რაზეც სისიხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა.

დავით კობალაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს , დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

მომხდარზე კომენტარს, "კურიერთან" თავად კობა კობალაძეც აკეთებს. 

"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა მასზე აგორებული. ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და რეალური, სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. არავის ვაფარებ ხელს. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი საქმეა,"- აცხადებს კობა კობალაძე. 

დღის ამბები