"კოვიდ-19"-ით ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 986-მდე გაიზარდა. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და კოვიდ ინფექცია ამ დროისთვის 857-მა პაციენტმა დაამარცხა.
ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა.
საქართველოში COVID-19-ით 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის რჩება 5001, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 219 მოქალაქე.