სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეს მონიტორინგს გაუწევს. საქმის მასალების გადაცემის თაობაზე ომბუდსმენმა პროკურატურას უკვე მიმართა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ რა ფორმატით მოხდება საქმეში მისი მონაწილეობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მისი თქმით, მთავარია დაცული იყოს როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულების უფლებები. ომბუდსმენი უკვე შეხვდა მოკლული ფეხბურთელის ოჯახის წევრებს და მათი პოზიციები მოისმინა. ნინო ლომჯარია შეხვედრას აპირებს ბრალდებულებთან.
"პირველი რასაც გავაკეთებთ შევხედავთ საქმის საწყის ეტაპზე რამდენად ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ ბრალდებულებსაც, შევისწავლით რამდენად დასაბუთებული იყო წარდგენილი ბრალი.შესაბამისი რეკომენდაციით მივმართავთ პროკურატურას და ასევე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქმეში არსებული ვითარების თაობაზე," - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.