18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ სირაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძეს მეორედ კითხავენ. ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში დაბარების შესახებ სირაძემ შეტყობინება გუშინ მიიღო.

გამოძახება ოთხ ივლისს მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც სირაძე და "ახალგაზრდა მწვანეების" ერთ-ერთი აქტივისტი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი ონში ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაიწყო, რაც მოგვიანებით ამბროლაურში გაგრძელდა. ინციდენტში ოთარ სირაძის ძმაც მონაწილეობდა.

გამოკითხვაზე დღეს დავით სირაძეც არის დაბარებული. ოთარ სირაძე არ გამორიცხავ,ს რომ დღეს დააკავონ. მისივე თქმით, ის პროვოკაციის მსხვერპლია.

"მოითხოვენ თუ არა ამ აბსურდული მუხლით ბრალის წაყენებას, ჩემთვის უცნობია, თუმცა მე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ. როდესაც ბრძოლაში ხარ რუს ოლიგარქთან, მის პრორუსულ მთავრობასთან, ყველაფერი არის მოსალოდნელი," - განაცხადა ოთარ სირაძემ. 

მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები