07 მაისი 2024,   23:54
ვრცლად
ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველად, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში  კორონავირუსთან დაკავშირებით ბიუჯეტის განაწილებაზე იმსჯელებენ

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 14 მილიონს უახლოვდება. ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.

მონაცემები კვლავ სწრაფად მატულობს ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და ინდოეთში. 2 მილიონს გადააჭარბა ბრაზილიაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა. ესპანეთში კი, მაისის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დღეს, ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველად, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეხვდებიან, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ბიუჯეტის განაწილებაზე იმსჯელებენ.

COVID ინფექციის შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში. ბოლო 24 საათში, სომხეთში ვირუსს 15, აზერბაიჯანში კი, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები