"ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. 52 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. მას ჭიათურაში გამართული "ქურდული შეკრების" და "ქურდული სამყაროს" წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულებას ედავებიან.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. შეგახსენებთ იგივე "ქურდული გარჩევის" ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები პოლიციამ მიმდინარე წლის აპრილში დააკავა.