08 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
ხანძარი საბერძნეთში - ათენიდან 60 კილომეტრის მოშორებით ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

საბერძნეთში, ათენიდან 60 კილომეტრის მოშორებით ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაცია განხორციელდა ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე სასტუმროდან, მიგრანტების დასახლებიდან და საბავშვო საზაფხულო ბანაკიდან.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო ეკიპაჟებთან ერთად, ჩართულია ავიაციაც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები