09 სექტემბერი 2026,   04:53
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ამირხანაშვილის, ახვლედიანის, ბრეგვაძის, ღიბრაძის და ქათამაძის ხელახლა დაკითხვას ითხოვენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული პირების, მათ შორის იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ.მოწმეებთან, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, დაცვის მხარეს კითხვები აქვს, და თუ გამოკითხვაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

"გავუგზავნეთ უწყებები 5 მოწმეს, ამ 5 მოწმეში არიან ბატონი ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ქათამაძე, ე.წ დიჯეი კოკო და ე.წ ფოტოგრაფი. საიდანაც ვითხოვთ რომ გამოცხადდნენ ადვოკატებთან და მოგვცენ ჩვენება, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გამოცხადდებიან და თავისი ნებით არ მოგვცემენ ჩვენებას და არ იქნებიან გამოკითხული, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივმართოთ მაგისტრ მოსამართლეს და მისი მეშვეობით მოხდეს მათი დაკითხვა,"- აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები