09 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
სოფელ ბანოჯაში მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის გადასახადს ყოველთვიურად იხდიან, თუმცა წყალი არ აქვთ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები წყალთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებენ. მათი თქმით, ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, წყალს წყაროებიდან ეზიდებიან,  გადასახადს კი ყოველთვიურად იხდიან.

მათი თქმით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყალს სპეციალური ავტომობილებით მიწოდებას დაპირდა, თუმცა არც ეს დაპირება სრულდება.

"ზაფხულია, წყალი გვჭირდება, მაგრამ ორი თვეა ონკანში წყალი არ მოსულა. წყაროებიდან ვეზიდებით და ძალიან გვიჭირს. ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა, მაგრამ ქვითრები მოდის ყოველ თვე და არარსებულ წყალში ვიხდით თანხას"-განაცხადეს ადგილობროვებმა.  

მოსახლეობას მხარდაჭერა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა.

დღის ამბები