08 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
საპროტესტო აქცია ირანში - პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა

ირანში პოლიციამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა. ქალაქ ბეჰბაჰანში დემონსტრანტები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუზესტანის პროვინციაში, ინტერნეტზე წვდომაც შეიზღუდა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.ანტისამთავრობო აქციები ირანში გასულ წელსაც იმართებოდა, რა დროსაც, სხვადასხვა ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები