08 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ყოველდღიურად ასობით ადამიანი ავადდება

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა იზრდება. მხოლოდ რუსეთში ერთ დღეში ვირუსი 7 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა და 186 ადამიანი გარდაიცვალა.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა სომხეთშიც, სადაც ინფექცია 442 ადამიანს დაუდგინდა.

უკრაინაში ეს მონაცემი 809-ს, აზერბაიჯანში კი 493-ს შეადგენს.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის ათასით გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის ხელისუფლებამ ახალი ზომები დააწესა, რომელიც ძალაში პარასკევს შუადღისას შედის და კვირა დილამდე გრძელდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაიხურება მაღაზიები, აუზები, ზოოპარკები და მუზეუმები, რესტორნები.

დღის ამბები