14 სექტემბერი 2026,   11:03
ვრცლად
მესტიაში 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები გრძელდება

მესტიაში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები გრძელდება. 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

ამ დრომდე არ ვრცელდება ვერსია მომხდარის, ან მოზარდის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ.

ფაქტზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები