ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელებმა და თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ხელისუფლებისგან რეგულაციების შემუშავებას და მათი სამუშაო ადგილების გახსნას ითხოვენ.
ამბობენ, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ეს სექტორი დააზიანა, აღარ ტარდება სადღესასწაულო თუ სხვა სახის რიტუალები და უკვე ხუთი თვეა, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი პრობლემების გადასაჭრელად პირველ აგვისტომდე მისცეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ.