ქუთაისში 30 წლის ქალის, ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. მოითხოვს, თუ არა გირაოს დაცვის მხარე - ამ ეტაპზე უცნობია.
45 წლის ქალს ბრალი ოფიციალურად გუშინ, დღის ბოლოს წარედგინა. საქმე გადაკვალიფიცირდა და ამჟამად ის უკვე დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. მოკლულს ცივი იარაღით 16-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.