რამდენად გაითვალისწინა შენიშვნები და რეკომენდაციები მართლმსაჯულების სისტემამ - სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამი სხვადსხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა.
კვლევები ეხება როგორც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ასევე მთლიანად სასამართლო სისტემის მუშაობასა და გამოვლენილ ხარვეზებს. ასევე, მოიცავს საზოგადოების განწყობებს და სასამართლო სისტემის მიმართ ხალხის დამოკიდებულებს,
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ძირეული რეფორმა სისტემაში დღემდე არ განხორციელებულა და არსებობს ხარვეზები. მათ შორის მოსამართლეთა არჩევისა და საქმეთა განაწილების წესში. კვლევაში მითითებულია, რომ პროცესები ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალე არ არის და მიკერძოებულია.
დღეს იხურება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც რეფორმის განხორციელების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
"ბოლო წლების განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან ფორმალურად ეკიდებოდა იმ ვალდებულებების განხორციელებას, რომელიც საბჭომ თავადვე აიღო საკუთარ თავზე და ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უკავშირდებოდა სასამართლოების გაუმჭირვალობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედების და ინსტიტუციური რეფორმების საკითხს. ამიტომაც, ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა იქნება ეს თუ მოსამართლეების დაწინაურების საკითხი, კვლავაც ძალიან პრობლემურად რჩება," - განაცხადა გურამ იმნაძემ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, ქეთევან კუკავა ამბობ, რომ რა ერთი გამოწვევა რჩება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში.
"მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გარკვეული ნაწილი ფორმალურად სრულდება, სასამართლო სისტემის ხარისხობრივი და რეალური გაუმჯობესება ამ დრომდე არ განხორციელებულა. არა ერთი გამოწვევა რჩება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, განსაკუთრებით, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს, რამაც ძალიან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან," - განაცხადა ქეთევან კუკავამ.