09 სექტემბერი 2026,   02:14
ვრცლად
30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს - დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომას მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად ესწრება.

დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლით ედავება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. 

"მას ბრალდებულის სახით გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. მე არ ვიცი ვისთან გავიდა და საერთოდ რა იყო ტელევიზიაში ნაჩვენები. ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ესმა ნორაკია.

"აღნიშნულს არ ვიზიარებთ ჩვენ. გარდაცვლილი ჩვენი მეგობარი იყო და ეჭვიანობის ნიადაგს სრულიად გამოვრიცხავთ. ეს უბრალოდ თავი რომ აარიდოს პასუხისმგებლობას და უფრო მსუბუქი სასჯელი მიიღოს. ჩვენი მხარე კანონით მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს,"- უთხრა "კურიერს" მოკლული ქალის მეგობარმა.

დღის ამბები