02 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
ბუნებრივი აირი შევა დაახლოებით 1,560 ოჯახში - ნათია თურნავა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკის მინისტრი მანგლისში მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

1,560 აბონენტს, 2021 წლის მარტისთვის ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცემა. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ ვაშენებთ ახლა გაზის ინფრასტრუქტურას, გაზი აქ არ ყოფილა არასოდეს. ეს იყო ძალიან დიდი ხნის ოცნება აქაურების, რომელიც ჩვენ ამ 3 წლიანი გაზიფიცირების ფარგლებში გავითვალისწინეთ. უკვე მარტში, მომავალ წელს აქ იქნება დასრულებული დაქსელვა და ბუნებრივი აირი შევა დაახლოებით 1,560 ოჯახში," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები