09 სექტემბერი 2026,   01:40
ვრცლად
სამართალდამცველი, რომლის უმისამართოდ გასროლილ ტყვიასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა,  სასამართლოს წინაშე წარდგება

სამართალდამცველი, რომლის უმისამართოდ გასროლილ ტყვიასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება.

წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება. მას გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შინაპატიმრობა ან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულის ოჯახის ახლობლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართება. მათი თქმით, მომხდარზე პასუხი ვინმემ აუცილებლად უნდა აგოს. 

შეგახსენებთ გასროლა ნუცუბიძის ქუჩაზე აღდგომის დღეს, 19 აპრილს მოხდა. ტყვიამ თამარ ანთელავა საკუთარი ოჯახის წევრების თვალწინ იმსხვერპლა.

დღის ამბები