09 სექტემბერი 2026,   01:35
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა თუ გირაო - გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელისთვის აღმკვეთი ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

წინასწარი პატიმრობა თუ გირაო - გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელისთვის აღმკვეთი ღონისძიება დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია. ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.

გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს.

რაც შეეხება დაკავებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

აღნიშნული დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები