09 სექტემბერი 2026,   01:34
ვრცლად
გურამ ამირხანაშვილმა "ტოიოტას" არასრულწლოვანი მგზავრი უნდა ამოიცნოს - ის საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირახნაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ მივიდა. მან უნდა ამოიცნოს "ტოიოტას" მარკის მანქანის მგზავრი არასრულწლოვანი ზ.ხ.

საგამოძიებო უწყებასთან იმყოფება არასრულწლოვანის, ზ.-ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური, რომელიც აცხადებს, რომ ამოცნობის პროცედურა დაგვიანებულია. 

"ამოცნობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამირხანაშვილს რომ დღემდე ნანახი არ ჰქონდეს ზ.ხ-ს ფოტოსურათი და არ იცოდეს როგორ გამოიყურება, ამისი არავის გვჯერა, ხომ? დაგვიბარეს, გვითხრეს, რომ ამოცნობას დღეს ატარებს გამოძიება და ამიტომაც ჩვენ მოვედით. მინდა მივმართო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ დროულად გამოავლინოს ის მოძალადე პოლიციელი, რომელმაც იძალადა არასრულწლოვანზე," - აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები