09 სექტემბერი 2026,   01:34
ვრცლად
არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა - გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა თავისმა მეგობრებმა სცემეს, იმიტომ რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი, შესაძლოა, თავისმა მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ დაეხმარა. 

ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უადანაშაულოა. 

"შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა,"- განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე გური ამირხანბაშვილი საგამოძიებო უწყებაში საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს ამოსაცნობად მივიდა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები