09 სექტემბერი 2026,   04:53
ვრცლად
"დაზიანება გელათის ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა" - სარეაბილიტაციო სამუშაოები ნიკა ანთიძემ შემსრულებელ კომპანიასთან ერთად დაათვალიერა

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა შემსრულებელ კომპანიასთან ერთად დაათვალიერეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა, რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა და ასევე განმარტა, რომ ამ ხარვეზების ფრესკები არ დაზიანებულა და დაზიანება აქამდეც აღინიშნებოდა.

შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მეორე ეტაპზე შეტანილი კრამიტის კვლევა და ტაძარზე არსებული ხარვეზები გონივრულ ვადაში გამოსწორდება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამ ეტაპზე საკითხი დღის წესრიგში არ დგას.  

გელათის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

დღის ამბები