მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლის მოდელი კიდევ 150-ზე მეტ სკოლაში დაინერგება.
აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება.
ახალი სკოლის მოდელი, Usaid-ის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, რომელიც ზოგადი განათლების მხარდაჭერას გულისხმობს.
USAID-ის ახალი პროგრამა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და ინტერაქციული სწავლების დანერგვას ემსახურება, რაც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
სკოლებში დაინერგება ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდები.
7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მასწავლებელთა გადამზადებას, ახალი სასწავლო რესურსების შექმნასა და განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების გაძლიერებასაც ითვალისწინებს.
ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ახალ საგანმანათლებლო პროექტს დადებითად აფასებენ ექსპერტებიც. მათი აზრით, მეთოდებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს, დადებითი გავლენა ექნება, მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე.
Usaid-ის ზოგადი განათლების პროგრამა 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და ყველა საჯარო სკოლაზე გავრცელდება.