გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე მივიდნენ როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე ბრალდებულები, მოწმეები და გარდაცვლილი შაქარაშვილის კლასელები.
ადგილზე იმყოფება ლუკა ბეჟანიშვილი - საბურთალოელი. მას დაურეკა ვახო ახვლედიანმა მცხეთიდან და დახმარება სთხოვა.

ბარბარე ურიდია, საბურთალოელი. აგარაკის სტუმარი, საქმის ერთ ერთი მოწმე და ანა გაბეჩავას მეგობარი.

სასამართლოსთან იმყოფება ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის ოჯახი - თენგო "მერსედესის" მგზავრია.



გიორგი შაქარაშვილის თანაკლასელები სასამართლო სხდომაზე მივიდნენ, მათ მოკლული ფეხბურთელის ფოტო მაისურებზე აქვთ აღბეჭდილი.

ნიკოლოზ ურუშაძის ფოტოები