გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. დღეს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შაქარაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ.
ისინი იმედოვნებენ, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს.
"ჩვენი კლუბი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ გიორგის ოჯახი იყოს ჩვენი ოჯახი. ძნელია მისი ოჯახისთვის და ახლობლისთვის იმის დაჯერება, რომ გიორგი აღარ არის. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავირიდოთ,"- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 ივლისს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17-პირი და აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.
მომდევნო პროცესი კი 31 ივლისს არის ჩანიშნული. გამოძიება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.