19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ ნდობა დაკარგული ჰქონდა.

"ის ნდობა, რომელიც აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ ახლა მათ ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს იმ სამართლიანობის განცდას, რაც უნდა არსებობდეს. დადგინდეს, რას და ვის შეეწირა ამ ულამაზესი ბავშვის სიცოცხლე,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები