09 სექტემბერი 2026,   07:03
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი მთავრობას მოუწოდებს გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან მედიის, არასამთავრობოებისა და პარტიების დაშვების აკრძალვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების სამსახურების მიერ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაშვების შეზღუდვას ეხმიანებიან.

ისინი მთავრობას მოუწოდებენ, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში დაშვების აკრძალვა გააუქმონ. ასევე, შეიმუშაონ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომები, რომელიც არ გასცდება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ ჩარჩოებს.

"პოლიცია თვითნებურად, კანონის საფუძვლების გარეშე, მედიის, პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თვითნებურ შეზღუდვებს უწესებს გადაადგილების მიმართულებით, ამ სოფლებში შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. ამ პირობებში, ჩვენი მოწოდებაა საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ შეცვალონ დაწესებული თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი და დაადგინონ ობიექტური და სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული კრიტერიუმები ამ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლების კუთხით," - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.

დღის ამბები