03 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსის გავრცელების არეალი იზრდება - ესპანეთში 24 საათის განმავლობაში რეკორდულად მაღალი 1,153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ევროპაში კორონავირუსი გავრცელების არეალს ზრდის. ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი 1,153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.

ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდებში ფიქსირდება და ლეტალური შემთხვევებიც მცირეა.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1,392-ით გაიზარდა, რაც ამ თვის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 23 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა გააფრთხილა, დაიცვან რეკომენდაციები, თუმცა ოლივიერ ვერანის თქმითვე, ქვეყანა ვირუსის მეორე ტალღის წინაშე არ დგას.

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და მთავრობას ნება დართო, უფრო მოქნილად ებრძოლოს კორონავირუსის პანდემიას. იტალიაში კორონავირუსით 35,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები