ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. პროცესზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, საქმის მასალებში ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე მას 5-ჯერ ესროლეს, თუმცა არცერთი არ მოხვედრია.