საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუას საქმის პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს.
ამით მან 20 ოპოზიციური პარტიის საჯარო წერილს უპასუხა, რომლითაც პარტიები აცხადებენ, რომ გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების წინაშე
"ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. არავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში რა თქმა უნდა, მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლომ განაჩენი გუშინ გამოიტანა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.