09 სექტემბერი 2026,   03:31
ვრცლად
მოსამართლემ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი პატიმრობაში დატოვა

ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი.

სხდომას თავდაპირველად ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა ის მას შემდეგ გააძევეს, რაც საქმის პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"შუამდგომლობა საკმაოდ დაუსაბუთებელი იყო, ისევე როგორც ბრალდების შინაარსი მტკიცებულებების ნაწილი. თუმცა, სასამართლომ, ამ შემთხვევაში ფორმალურად იმსჯელა იმ მუხლებიდან გამომდინარე, რასაც გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება. სამართლებრივად, ეს არ არის კანონშესაბამისი, ვინაიდან იგივე წარმატებით, ბრალდებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მძიმე დანაშაულის შერაცხვა. გამოდის, რომ ამ დროს, სასამართლომ ყოველთვის დაპატიმრება უნდა გამოიყენოს. ცხადია, ჩვენ აღნიშნულს გავასაჩივრებთ," - განაცხადა ირაკლი ღლონტის ადვოკატმა 

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმისთვის დაკავებულს ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

დღის ამბები