19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
უბედური შემთხვევა ახალქალაქში - მამაკაცი სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო და დენის დარტყმისგან დაიღუპა

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან 61 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი სოფელ უდედან არის, მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: მაია იველაშვილი

დღის ამბები