21 სექტემბერი 2020,   16:56
ვრცლად
სპეცოპერაციები ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ფონიჭალასა და რუსთავის გზაზე - დაკავების ფაქტი "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო

სპეცოპერაცია რუსთავის მაგისტრალზე ერთი შუახნის მამაკაცის დაკავებით დასრულდა. დაკავება სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებებს უკავშირდება. სამართალდამცველებმა "ჰონდას" მარკის ავტომობილი გააჩერეს და გაჩხრიკეს. შეამოწმეს ასევე ავტომობილში მსხდომი პირები. სპეცოპერაცია "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სამართალდამცველებმა კიდევ 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამ შემთხვევაში სპეცოპერაცია ფონიჭალასა და გარდაბანში ჩატარდა. ბრალდებულები ნარკოტიკულ ნივთიერებას ე.წ. დადების მეთოდით ყიდდნენ. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს აწვდიდნენ და თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ნივთიერებას კონკრეტულ მისამართებზე იღებდნენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვის ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება რამდენჯერმე განახორციელეს.

საქმის მასალებს ეცნობიან დაკავებულის ადვოკატები. უფლებადამცველების განცხადებით, მათ დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი არ ჩაუდენიათ. ბრალს არც თავად დაკავებულები აღიარებენ.

ბრალდებას არ ეთანხმებიან არც დაკავებულების ოჯახში. ბრალდებულების ახლობლებს დეტალებზე საუბარი არ სურთ.

საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოსავლენად ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. გამოძიებით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა დადგინდა და ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წელს, ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

4 დაკავებული ნარკორეალიზატორიდან ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი ავთო მახამოვია. ბრალდებული სამართალდამცველად 2012 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკორელიზატორებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები