24 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
ოჯახის ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 23 წლის გარდაცვლილი გოგონას მშობლები უკმაყოფილოები არიან, რომ თხოვნის მიუხედავად პრემიერ-მინისტრი მათ არ შეხვდა და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩართვას ითხოვენ.

შესაბამისი განცხადებით საელჩოში მისვლას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს აპირებს, მანამდე კი ამერიკის წარმომადგენლობასთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტრანსფარანტებით ხელში შეკრებას აპირებენ. ადვოკატი გოგონას თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს.

"მოვითხოვთ, რომ ყველანაირი ფორმითა და ბრძოლით ჩავრთოთ უცხოელები, მათ შორის მივმართავთ ოფიციალურად უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ მათი დახმარებით ჩავრთოთ ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები.

არ შეიძლება ეს თვითმკვლელობა იყოს ან თვითმკვლელობამდე ვინმეს მიეყვანა, ამის არანაირი პირობა არ ჰქონდა. უბრალოდ ეს გამოიწვია მისმა საქმიანობამ და იმ საშიშროებამ, რასთანაც შეიძლება შემხებლობა ჰქონოდა თავისი პროფესიიდან გამომდინარე," - განაცხადა ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები