19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
დღეს სასამართლოს წინაშე შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი წარდგება

დაუშვებს თუ არა მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მთავარი მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებს და რამდენად სარწმუნოა სასამართლოსთვის ის ვერსიები, რომელსაც ვახო ახვლედიანი ყვება - ამ საკითხებზე მსჯელობით გაგრძელდება დღეს წინასასამართლო სხდომა მცხეთაში.

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე სასამართლოს წინაშე 6 დაკავებული არასრულწლოვანი წარდგება.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა და მოსამართლისგან ითხოვენ, ორივე დაზარალებულის ყველა ჩვენება დაუშვებლად ცნოს. უფლებადამცველების კიდევ ერთი შუამდგომლობა ბრალდებულების დევნის შეწყვეტას ეხება. რა მტკიცებულებებს დატოვებს მოსამართლე საქმეში - ეს რამდენიმე საათში გაირკვევა.

6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა 2 საათზე განახლდება. სრულწლოვანების პროცესი კი მცხეთაში 31 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები