26 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
ლუკაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ბელარუსს ნატო და ევროკავშირი სანქციების დაწესებით დაემუქრნენ

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ბელარუსს ნატო და ევროკავშირი სანქციების დაწესებით დაემუქრა, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენომ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ბელარუსს საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოების სისტემიდან გათიშავდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, მან მედვედევს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტისგან საკითხის მოგვარებაზე უარი მიიღო.

დღის ამბები