26 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
სააკაშვილის ხელისუფლებამ დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა, დღეს ამ შეცდომებს ვიმკით - გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომზე

რამდენად ეფექტიანია ხელისუფლების ქმედებები ოკუპაციის პროცესის წინააღმდეგ - რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში განცხადებები კეთდება.

ოპოზიციის კრიტიკას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოკუპაციის საკითხმა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალობა დაკარგა, არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ შეცდომებს იმკის:

"საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო იმ პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებაში და პოლიტიკურ მხარდაჭერაში,. რომელსაც უნდა გავეყვანეთ საბოლოო ჯამში კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე, სამწუხაროდ სააკაშვილის ხელისუფლებამ არ იღო ეს ყურად და ბევრი არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა. დღეს ამ შეცდომებს ვიმკით. აი ეს ინტენსიური ზეწოლა მთელი მსოფლიოსი, ეს მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაში საქართველოს პოზიცია არათუ უნდა შეიცვალოს, არამედ უნდა გაძლიერდეს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ აუცილებელია ადგილზე მშვიდობის შენარჩუნება და პროვოკაციების შედეგად დაძაბული ვითარების დეესკალაცია. მისი თქმით,  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ფორმატებში უმაღლეს დონეზეა შენარჩუნებული:

"ამ რთულ ვითარებაში საქართველოს საკითხი არის უმაღლეს დონეზე შენარჩუნებული, არ არსებობს არცერთი ფორმატი, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი, სადაც აქტიურად არ განიხილება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხები. ჩვენ რა თქმა უნდა ვმოქმედებთ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მოიცავს პირველ ყოვლისა ადგილზე მშვიდობას, დეესკალაციას, რაც არის საყრდენი სამშვიდობო პოლიტიკის ყველა სხვა დანარჩენი კომპონენტის, იმიტომ რომ თუ არ იქნება ადგილზე მშვიდობა, თუ არ მოხდა პროვოკაციების შედეგად დაძაბული ვითარების დეესკალაცია, თავისთავად არ იქნება არც შერიგების პროცესი, არც IPRM-ის შეხვედრები, არც ჟენევის დისკუსიები და ამიტომ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ამ კუთხით არის მშვიდობის შენარჩუნება," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები