27 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოკლული ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ალვანში.

მშობლიურ სოფელში არსებული მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და "ქართულო ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გვირგვინით შეამკეს.

"12 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან და ეს ჭრილობა რა თქმა უნდა მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნისთვის და სრულიად ქართველი ხალხისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ომში დაღუპულებს და ყოველდღიურად ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც დაზარალებული დარჩა ამ ომით და დევნილობაში არიან ამჟამად," - თქვა ქადაგიშვილმა 

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს სასტიკად აწამეს და მოკლეს. მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები