25 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფელ სართიჭალაში მდებარე აგროკომპლექსი დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე აგროკომპლექსი დაათვალიერა. კომპლექსი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია, ის 1200 ჰექტარზეა გაშლილი და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.

აქ განთავსებულია იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნის ვენახები, ვაშლის ბაღები, ფრანგული ჯიშის სიმინდი, საქონლის ფერმა.

აგროკომპლექსი სოფლის მეურნეობის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია.

დღის ამბები