26 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს

ბალარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და მხარს უჭერს ქვეყანაში მშვიდობიან ცვლილებებს.

ბოლო მონაცემებით, კენჭისყრის შედეგად ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ამომრჩევლის 80-მა პროცენტმა მისცა ხმა. კენჭისყრის პროცესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე და სამართალდამცველების გაძლიერებული პატრულირების ფონზე მიმდინარეობდა.

შედეგების გამოქვეყნებას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, ბელარუსში მასშტაბურ აქციაზე მომხდარი არეულობის შედეგად ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და ათობით დაშავდა.  

ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, გერმანიის, ასევე პოლონეთისა და ლიეტუვის პირველმა პირებმა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა. 

დღის ამბები