17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
კრიმინალური ვითარება, ეკონომიკა და დასაქმება - მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ამ საკითხებს ძირითად გამოწვევად მიიჩნევს

გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს.

კრიმინალური და ეკონომიკური ვითარება, დასაქმება - ამ საკითხებს ბოკერია ქვეყანაში ძირითად გამოწვევად და პირველ რიგში მოსაგვარებლად მიიჩნევს.

"ამოცანა საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად ფოთს, ხობს და სენაკს აქვს ერთი - ეს არის ამ გუნდის, ივანიშვილის პოლიტიკური არარეალობის გუნდის დასრულება მშვიდობიანად და შემდეგ შეკვრა ოპოზიციური კოალიციის, სადაც "ევროპული საქართველო" გადამწყვეტ როლს ვითამაშებთ და ქვეყნის გამოყვანა ამ ჩიხიდან. ჩვენ აქ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და აქ და საქართველოს ასეთ ოლქებში გადაწყდება ბედი, რამდენად ზიანის გარეშე, მშვიდობიანად ჩამოვიშორებთ ამ ხელისუფლებას ჩვენ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ," - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები