08 მაისი 2024,   23:52
ვრცლად
"ვინც ჩაიდინა მკვლელობა ის არის დაკავებული, დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება" - ვახტანგ გომელაური ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე  

ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვას მოკლე კომენტარით უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოება გამოძიების შედეგებს დაელოდოს.  

"გამოძიება მიმდინარეობს, ვინც ჩაიდინა მკვლელობა ის არის დაკავებული, დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება,“ - აღნიშნა გომელაურმა.

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს. 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრში 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. მკვლელობის შემდეგ ვითარება ქალაქში უკიდურესად დაიძაბა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

 

დღის ამბები