სვანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. მარტო მესტიის მუნიციპალიტეტში 1000-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. თუ მონაცემები კვლავ გაიზარდა, დაბა მესტიასა და მიმდებარე სოფლებში კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება გახდება აუცილებელი.
ამ ეტაპზე სრულად ჩაკეტილია სოფელი ლენჯერი. დღეს გამოვლენილი 14 შემთხვევიდან 12 სწორედ ლენჯერის მოსახლეობას უკავშირდება.