18 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
150 ჰექტარზე გაშენებული სტუდენტური ქალაქი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი ნაკადის მოლოდინშია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება. უნივერსიტეტი სტუდენტებს პირველ წელს სამ სასწავლო პროგრამას სთავაზობს: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი.

153 ჰექტარზე გაშენებული კამპუსის მშენებლობა კერძო ინვესტიციით, "ქართუ ფონდის" მიერ დაფინანსდა. სტუდენტურმა ქალაქმა ქალაქ ქუთაის ახალი სტატუსი უნდა შესძინოს.

საგანმანათლებლო კომპლექსი დღეს პრემიერმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაათვალიერა. 

 

დღის ამბები